Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 146 პარლამენტის ხაზინადართა საბჭო. 1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. 2. პარლამენტის ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. 3. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − ხაზინადართა საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 4. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია. |