Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ article 9 ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა. 1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს. 2. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს. 3. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით. |