FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  56

საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება.
1. აკრძალულია საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას.
21. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ზღვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელიც უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ.
3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა.