FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ტურიზმის შესახებ

article  18

ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა.
1. ტურისტს შეუძლია პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე პაკეტი გადასცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობებს. ტურისტი ვალდებულია სულ მცირე 7 კალენდარული დღით ადრე ტუროპერატორს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პაკეტის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ.
2. ტუროპერატორს შეუძლია მოითხოვოს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია. ტუროპერატორი ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობის (ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემის) საფასურის შესახებ, რომლის გადახდისთვის პაკეტის გადამცემი და მიმღები პირები ერთობლივად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი. აღნიშნული ხარჯები არ უნდა იყოს არათანაზომიერი და არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების გადაცემისთვის დადგენილ რეალურ ღირებულებას.
3. ტუროპერატორი ვალდებულია პაკეტის გადამცემს მიაწოდოს დამატებითი საფასურის, დანახარჯებისა და გადაცემით გამოწვეული სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი.