FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 12

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანები და ნებაყოფლობითი კერძო პენსიის გაცემა ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით;
    ბ) ნებაყოფლობითი კერძო პენსია (შემდგომ − პენსია) – საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მონაწილის ან ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული ფულადი გადახდა ამ კანონის შესაბამისად და შესაბამისი საპენსიო სქემის წესებით დადგენილი ოდენობითა და პროცედურით;
    გ) საპენსიო განაცხადი – დოკუმენტი, რომელიც მონაწილემ უნდა წარადგინოს ამ კანონის შესაბამისად პენსიის მისაღებად;
    დ) საპენსიო აქტივები (საპენსიო დანაგროვი) – მონაწილის სახელით განხორციელებული ყველა საპენსიო შენატანი, აგრეთვე საპენსიო აქტივების მართვის შედეგები (საინვესტიციო მოგება ან ზარალი), ამ კანონისა და შესაბამისი საპენსიო სქემის წესების შესაბამისად გატანილი პენსიისა და ყველა დაკავშირებული და გამოქვითვადი ხარჯის გათვალისწინებით, რაც ასახული უნდა იყოს პირად საპენსიო ანგარიშზე;
    ე) საპენსიო შენატანები – ამ კანონისა და საპენსიო სქემის წესების შესაბამისად პენსიით უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხები;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ვ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც დამსაქმებელმა, დამსაქმებელთა გაერთიანებამ, დასაქმებულთა გაერთიანებამ ან პროფესიულმა ორგანიზაციამ დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, და რომელსაც აქვს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია;
    ზ) საპენსიო სქემის წესები – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ პირობებს, მათ შორის, საპენსიო შენატანების განხორციელების, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების, პენსიის გაცემის, საპენსიო სქემის საინვესტიციო მიდგომის შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
    თ) საპენსიო სქემა – ამ კანონის შესაბამისად სამსახურის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის წესებისა და პარამეტრების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის პენსიით უზრუნველყოფას;
    ი) კერძო პენსიის ხელშეკრულება – ერთი მხრივ, მონაწილესა და, მეორე მხრივ, აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას შორის ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება;
    კ) დამსაქმებელი – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ლ) საპენსიო ფონდი – საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული აქტივების პორტფელი, რომელსაც განსაზღვრული საინვესტიციო რისკის პროფილი აქვს და რომლის მართვა ხორციელდება კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად;
    მ) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც: მ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; მ.ბ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;
    ნ) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც გადასახადის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ო) პირადი საპენსიო ანგარიში – აღრიცხვის ფორმა, რომელიც მონაწილისთვის შექმნა აქტივების მმართველმა კომპანიამ, მზღვეველმა ან საპენსიო კომპანიამ და რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ პენსიას და ყველა დაკავშირებულ წინასწარ განსაზღვრულ ხარჯსა და გადასახდელს;
    პ) სამეთვალყურეო საბჭო – იურიდიული პირის მართვის სტრუქტურაში შემავალი მმართველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს/პირების კონტროლისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
    ჟ) ხელმძღვანელი ორგანო – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
    რ) ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი – პირი, რომელიც  მონაწილის ან ბენეფიციარის წინაშე პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების დაცვისთვის, ინვესტირებისთვის, შენახვისთვის ან აღრიცხვისთვის იმდენად, რამდენადაც ასეთი იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი: რ.ა) საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ახორციელებს ნებისმიერ დისკრეციულ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

რ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გასწევს საინვესტიციო კონსულტაციას საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; რ.გ)  შეიმუშავებს საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკას; რ.დ) აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეების შესახებ ჩანაწერებს;
    ს) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი;
    ტ) ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევამდე 5 (ხუთი) წლით ადრე პენსიაზე გასვლა;
    უ) ერთიანი გადახდა – პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული პენსიის მთლიანი ოდენობის ერთჯერადი გადახდა მონაწილისთვის ან ბენეფიციარისთვის;
    ფ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად პირადი საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა;
    ქ) ანუიტეტი – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას მონაწილის ან ბენეფიციარის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით) შესაბამისი საპენსიო სქემის წესების შესაბამისად;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ღ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის აქტიდან ამონაწერით და რომელიც განაპირობებს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს;
    ყ) ბენეფიციარი – მონაწილის მიერ ამ კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი;
    შ) ფილიალი – უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ნებადართული აქტივების მმართველი კომპანიის ან სადაზღვევო ორგანიზაციის ან საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის (უცხოური საპენსიო ორგანიზაციის) წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ჩ) კონტროლი – მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ;
    ც) მჭიდრო კავშირი – ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის: ც.ა) კავშირი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით; ც.ბ) კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივი კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.დ) კავშირი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა; ც.ე) მჭიდრო ოჯახური კავშირი, მათ შორის, მეუღლეებს, და-ძმას, მშობელსა და შვილს, ბებიას ან პაპას და შვილიშვილს შორის;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ძ) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური;
    წ) უცხოური საზედამხედველო ორგანო – ორგანო, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გასცემს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის და უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის ნებართვას ან/და ზედამხედველობას უწევს საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
    ჭ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია;
    ხ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული უცხოური აქტივების მმართველი კომპანია;
    ჯ) მზღვეველი – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ჰ) უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უფლებამოსილია განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე; ჰ-1) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემებისთვის ასრულებს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს; ჰ-2) შერწყმა: ჰ-2.ა)   ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის მიერ, რომელიც (რომლებიც) საპენსიო საქმიანობას წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული საპენსიო კომპანიისთვის გადაცემა მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეებისთვის პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნის და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივების ასახვის სანაცვლოდ;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  2

ჰ-2.ბ)   ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის (გადამცემი საპენსიო კომპანიის) მიერ, რომელიც (რომლებიც) საპენსიო საქმიანობას წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების მის (მათ) მიერ ახლად დაფუძნებული საპენსიო კომპანიისთვის (მიმღები საპენსიო კომპანიისთვის) გადაცემა მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეებისთვის პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნის და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივების ასახვის სანაცვლოდ; ჰ-2.გ) ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის (გადამცემი საპენსიო კომპანიის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ვალდებულებების შესრულებამდე განაგრძობს (განაგრძობენ), მის (მათ) მიერ შექმნილი საპენსიო კომპანიისთვის (მიმღები საპენსიო კომპანიისთვის) ან სხვა არსებული საპენსიო სქემისთვის წმინდა აქტივების გადაცემა; ჰ-3) საპენსიო სქემის შეწყვეტა – საპენსიო სქემის შეწყვეტა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით და ყველა საპენსიო აქტივის გადაცემით;