FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  25

სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები.
1. საპენსიო სქემის მომსახურე სპეციალიზებული დეპოზიტარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
    ა) შეინახოს და აწარმოოს საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების შემადგენელი ფინანსური ინსტრუმენტების გამჭვირვალე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ჩანაწერები, აგრეთვე სხვა აქტივების ჩანაწერები, რომლებიც არ შეიძლება ინახებოდეს სპეციალიზებულ დეპოზიტართან მარეგულირებელი წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    ბ) შეაჯეროს ყველა ანგარიში, აწარმოოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების გამოცალკევებული ანგარიში და უზრუნველყოს ასეთი საპენსიო აქტივების სააღრიცხვო გამიჯვნა;
    გ) უზრუნველყოს საპენსიო სქემის ფულადი ნაკადების სათანადო მონიტორინგი, მათ შორის, უზრუნველყოს მონაწილეების მიერ ან მათი სახელით განხორციელებული ყველა გადახდის მიღება და საპენსიო აქტივების მდგენელი ყველა სხვა შემოსული თანხის ასახვა აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ შერჩეული კომერციული ბანკის შესაბამის საბანკო ანგარიშებზე;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  25

დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მითითებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება მარეგულირებელ კანონმდებლობას, სადამფუძნებლო დოკუმენტსა და საინვესტიციო პოლიტიკას;
    ე) უზრუნველყოს, რომ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული გადახდები განხორციელდეს დროულად;
    ვ) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის ან საინვესტიციო მოთხოვნების არსებითი დარღვევის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს;
    ზ) შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტითა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი არის ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი და შესაბამისად პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის, აგრეთვე მონაწილისა და ბენეფიციარის წინაშე.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  25

4. დეპონირებული ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელ აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს იმავე ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი ან შესაბამისი თანხა. სპეციალიზებულ დეპოზიტარს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ დეპონირებული ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, და დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად გამოყენებული ყველა გონივრული ძალისხმევისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სპეციალიზებული დეპოზიტარი საპენსიო სქემის დამფუძნებელი აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის, აგრეთვე მონაწილისა და ბენეფიციარის წინაშე პასუხისმგებელია ნებისმიერი სხვა ზარალისთვის, რომელიც მათ მიადგათ მისი გაუფრთხილებლობით ან ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების მის მიერ განზრახ არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  25

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა.
7. დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა შეთანხმების საფუძველზე.
8. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნორმატიული აქტით დააზუსტოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების პირობები.