Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 54 საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება. 1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ამ პირს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნს) 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ის და მისი ოჯახის წევრები ვალდებული არიან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვონ საქართველო, თუ მათი საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 54 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |