FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო ვალის შესახებ

article  38

სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები.
1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო გარანტიის გაცემისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
    ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო კრედიტების დასაფარავად მიმართული სახსრების მთლიანად დაბრუნებას, კერძოდ: ა.ა) გირავნობის ხელშეკრულება; ა.ბ) ხელშეკრულება სავალო ვალდებულებების დათმობაზე; ა.გ) ხელშეკრულება, რომელიც უფლებას იძლევა მოიხსნას სახსრები ეკონომიკური აგენტის საანგარიშსწორებო ან სადეპოზიტო ანგარიშებიდან; ა.დ) შეთანხმება, რომელშიც მითითებულია ეკონომიკური აგენტის საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო კონტროლის უფლება;
    ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების თანხამ არ უნდა გამოიწვიოს საბანკო სისტემის მიმართ ვალდებულებების ლიმიტის ზრდა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული პერიოდისათვის მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად;
    გ) ეკონომიკურმა აგენტმა რისკის ფონდში გადარიცხვა უნდა აწარმოოს დადგენილი მოცულობითა და განსაზღვრულ ვადაში.
სახელმწიფო ვალის შესახებ

article  38

2. სახელმწიფო გარანტიები საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში უპირატესად მიეცემათ საქართველოს იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ დაწესებულებებს.
3. სახელმწიფო გარანტიები საგარეო კრედიტებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქართველოსათვის პირველი რიგის მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად. ამასთან, შერჩევის კრიტერიუმები იგივე უნდა იყოს, რაც დადებული ხელშეკრულებებით მოზიდული საგარეო კრედიტების დროს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გარანტიებზე დადებული ხელშეკრულებების ფორმას და მოქმედების ვადებს, რომელთაც ათანხმებს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.