Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 67 საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა ან მისი ოპერირებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) გემი სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. ამასთანავე, აღნიშნულ სტანდარტებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ამოწმებს შესაბამისი კომპეტენტური პირი; ბ) გემზე განათავსოს გემების საერთაშორისო სამედიცინო სახელმძღვანელოს უახლესი ვერსია, ხოლო თუ გემს საშიში ტვირთი გადააქვს − აგრეთვე საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმძღვანელო; გ) გემზე იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, როდესაც გემი საერთაშორისო ნაოსნობაში 3 დღეზე მეტი ხნით არის ჩართული და 100 ან 100-ზე მეტი პირი გადაჰყავს. |