Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 308 1. ბირთვული გემის ოპერატორი პასუხს აგებს ბირთვულ გემთან დაკავშირებული ბირთვული ინციდენტით მიყენებული ბირთვული ზიანისათვის, გარდა ამ თავის 310-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა. 2. ბირთვული ზიანი პიროვნებას ან ქონებას შეიძლება მიადგეს რადიაქტიური თვისებების ან რადიაქტიური და ტოქსიკური, ფეთქებადი და სხვა საშიში თვისებების მქონე ბირთვული საწვავით, ბირთვული გემის რადიაქტიური პროდუქტებით ან სხვა ნარჩენებით, აგრეთვე ზიანის აღკვეთის ან მისი ოდენობის შემცირების მიზნით გაწეული ხარჯებით. 3. თუ ბირთვულთან ერთად მიყენებულია სხვა ზიანი, რომლის ბირთვულისაგან გამოყოფა არ ხერხდება, მაშინ მიყენებული ზიანი მთლიანად ბირთვულად ჩაითვლება. 4. ბირთვულ ზიანად არ ითვლება თვით ბირთვული გემის, მისი აღჭურვილობის, ბირთვული საწვავის, საწვავის და სურსათის მარაგისათვის მიყენებული ზიანი. 5. ბირთვულ ინციდენტად ითვლება შემთხვევა ან ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული ნიშან-თვისებების მიხედვით. |