FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  566

ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები.
1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ:
    ა) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს;
    ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;
    გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარება არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც გაამართლებდა მის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას;
    დ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველო პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს;
    ე) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა შეეწინააღმდეგებოდა პრინციპს Non bis in idem;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  566

ვ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც არ ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს;
    ზ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დახმარების აღმოჩენის შედეგად პირი შესაძლოა აღმოჩნდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა, მსგავსი გარემოების გამო;
    თ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  566

2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების აღმოჩენა ასევე არ მოხდება, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება და ისეთი დანაშაულის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ ექნებოდათ შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში ამგვარი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.
3. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე ასევე არ მოხდება, თუ:
    ა) იმ დანაშაულისათვის, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რაც პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  566

ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოო არ არის;
    გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება პირის დაუსწრებლად გამოიტანა და ამ დროს პირი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის მინიმალური უფლებით;
    დ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევას.
4. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.