Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 229 სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება. პროცესის მონაწილეთა საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტა. 1. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას, და მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი. 2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას. 3. სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს. |