Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 1321 სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა. 1. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) თვითმმართველ ქალაქში, საკურორტო ტერიტორიაზე ან ტურისტულ ზონაში: ა.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით; ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარის ოდენობით; ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარის ოდენობით; ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: ბ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის ოდენობით; ბ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარის ოდენობით; ბ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით; ბ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარის ოდენობით; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: გ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარის ოდენობით; გ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარის ოდენობით; გ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის ოდენობით; |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 1321 გ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის ოდენობით. 2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად წერილობით აფრთხილებს სამშენებლო სამართალდამრღვევს მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე და დარღვევის გამოსასწორებლად აძლევს არანაკლებ 30-დღიან ვადას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე. |