Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 113 9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება. 11. პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. 12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს. 13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 113 გამოკითხვის წესი. 1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. 3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 113 6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე დათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. 7. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში. |