Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 87 მსჯავრდებულის გათავისუფლების საერთო წესი. 1. მსჯავრდებული გათავისუფლებისას ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. 4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს ან ის არ შეეფერება შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ გადასცეს ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. 5. მსჯავრდებულს მის პირად საბანკო ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. |