Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 15 საერთო განსჯადობა. 1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი). 11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |