Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 642 ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია. 1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავებს, რომლებიც უკავშირდება ამ კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს, განიხილავს ეროვნულ ბანკთან არსებული, დამოუკიდებელი დავების განმხილველი კომისია (შემდგომ − დავების განმხილველი კომისია). დავების განმხილველი კომისიის მიერ დავის განხილვის დაწყების საფუძველია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრის დავების განმხილველი კომისიისთვის წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება. 2. დავების განმხილველი კომისია საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით. 3. დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 642 4. დავების განმხილველი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, ორგანიზაციული სტრუქტურა, მხარეებთან ურთიერთობის წესი, აგრეთვე დავის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დავასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ან/და ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) მისაღებად მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს. 6. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. დავების განმხილველ კომისიას აგრეთვე უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 642 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დააჯარიმოს დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა). |