Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 15 აუდიტის ჩატარების წესი. 1. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ან სუბიექტის ინიციატივით. 2. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. 3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახური შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს, სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტები შეინახოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 15 5. აუდიტის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აუდიტორული დასკვნა არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობის ან/და სუბიექტის მმართველობითი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესახებ. 6. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიჩინოს პროფესიული სკეპტიციზმი. მან მიმანიშნებელი ფაქტებისა და ქმედების საფუძველზე უნდა ცნოს სუბიექტის მიერ არსებითი სამართალდარღვევის (მათ შორის, თაღლითობის ან შეცდომის) დაშვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მმართველობისა და მმართველობისთვის პასუხისმგებელი პირების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გამოცდილება. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სუბიექტის ხელმძღვანელობის მიერ შეფასებული სამართლიანი ღირებულების, აქტივების გაუფასურების, რეზერვის, ანარიცხებისა და სამომავლო ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტის მიერ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასთან. |