FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება.
1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე:
    ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
    ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას აღნიშნული პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლის შემდეგ გამართულ პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.
7. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

10. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  147

11. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები, აგრეთვე მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 24 ივნისის რეგლამენტი №712 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.