FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

article  9

2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილი აქვს როგორც ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისთვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

article  9

პასუხისმგებლობა.
1. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე ნაკლებია, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია:
    ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;
    ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული: ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა; ბ.ბ) თუკი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.