Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ article 4 ზიანი, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. 1. ამ კანონის შესაბამისად მზღვეველი არ ანაზღაურებს: ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს; ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს; გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს; დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს; ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |