Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2510 საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები. 1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს: ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას; ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და კომისიის სამართლებრივი აქტები; გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს კომისიას სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა; ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები; ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2510 ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში; თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს კომისიის ნებართვა; 2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად; ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები; გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2510 ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე; ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის; ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა; ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები; მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2510 ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით; ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია; პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია; ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები; რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა; ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2510 ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით. |