Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 6 ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ. 1. მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია. # 2. ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ: ა) საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; ბ) საქონელი საჯარო აუქციონზე იყიდება; გ) გასაყიდად წარდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი. 3. იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ აიწონება ან აიზომება, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. 4. რეკლამაში, რომელშიც მითითებულია გასაყიდი ფასი, უნდა მიეთითოს აგრეთვე ერთეულის ფასი. |