FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტურიზმის შესახებ

article  19

პაკეტის ღირებულების ცვლილება.
1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ ტუროპერატორის მიერ პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული:
    ა) ტუროპერატორის უფლების შესახებ, გაზარდოს პაკეტის ღირებულება და დადგენილია ღირებულების შეცვლისა და გამოთვლის წესი;
    ბ) ტურისტის უფლების შესახებ, მოითხოვოს პაკეტის ღირებულების შემცირება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობისას.
2.  პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) ტურისტის გადაყვანის ღირებულება გაიზარდა საწვავის ან  ენერგიის სხვა წყაროების ღირებულების გაზრდის გამო;
    ბ) გაიზარდა კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებების, აგრეთვე საჰაერო ხომალდის დაშვების, ტურისტების ჩასხდომა-გადმოსხდომის, პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვის გადასახადები;
    გ) გაიზარდა პაკეტით გათვალისწინებული სავალუტო გაცვლითი კურსი.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო პაკეტის ღირებულების ზრდა 8 პროცენტზე მეტია, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოთხოვნები.
ტურიზმის შესახებ

article  19

4. პაკეტის ღირებულების გაზრდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტუროპერატორი პაკეტის დაწყებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე ტურისტს წერილობით შეატყობინებს ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და ახალი ღირებულების გამოანგარიშებას.
5. თუ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ითვალისწინებს ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ  ტურისტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში აგრეთვე მოითხოვოს ღირებულების შემცირება, თუკი ღირებულება შემცირდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. პაკეტის ღირებულების შემცირების შემთხვევაში ტუროპერატორს  უფლება აქვს, ტურისტისთვის დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.