FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  416

საჩივრის წარმოებაში მიღება.
1. კომისია საჩივარს წარმოებაში იღებს, თუ საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ კანონის 41-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს.
2. კომისია საჩივარს წარმოებაში აგრეთვე არ იღებს, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, ან კომისიაში დავა დასრულდა მორიგებით;
    ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
    გ) სასამართლოს წარმოებაშია საქმეზე დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
    დ) არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით;
    ე) გასულია ამ კანონის 41-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა;
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  416

ვ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;
    ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ კომისიაში წარდგენილი საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის 41-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს, კომისია მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით აცნობებს და განუსაზღვრავს 7 კალენდარულ დღეს საჩივარში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად. კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ვადის ამოწურვამდე მომხმარებლის მიერ ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გააგრძელოს დამატებით არაუმეტეს 7 კალენდარული დღით. თუ მომხმარებელმა ხარვეზი (ხარვეზები) არ გამოასწორა, კომისია საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს.