Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 24 წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით. 1. უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – წყლის, უნიკალური იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განსავითარებლად გამოყენების უზრუნველსაყოფად წყლის ცალკეულ ობიექტებს შეიძლება მიენიჭოთ დაცული ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. დაცული ტერიტორიის კატეგორიის მქონე წყლის ობიექტის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. 3. საქართველოს წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. 4. დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით. |