Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 144 ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. 2. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება; ბ) რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის. 3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 144 ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა, აგრეთვე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის ნიშნის მისაცემად. 4. დაუშვებელია აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ანდა აღსრულების პოლიციელს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია. 5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 144 6. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №842 - ვებგვერდი, 03.07.2025წ. |