Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზღვაო კოდექსი article 70 1. საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული. 2. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო აკვატორია − მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს. 3. სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისთვის. 4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად. 41. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის სისტემის ფუნქციონირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. |
საზღვაო კოდექსი article 70 5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, შენახვის, დაგროვების, შეფუთვისა და საწყობში განთავსების ოპერაციები, მისი ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადატვირთვა, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები და სხვა. |
საზღვაო კოდექსი article 70 51. სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლითაც განმცხადებელი ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას. განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევის კოორდინაციისა და ადმინისტრირებისთვის. ყველა სხვა კომპეტენტური ორგანო მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებაში და ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინირებას სააგენტოსთან. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოა საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი. 52. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესს“. 6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო. |