Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მუზეუმების შესახებ article 4 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუზეუმი – კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები; გ) საბუნებისმეტყველო მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები; დ) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები; ე) ხელოვნების მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები; ვ) ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები; |
მუზეუმების შესახებ article 4 ვ-1) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ზ) მუზეუმის ფონდი – მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; თ) სამუზეუმო ნივთი – მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი; ი) სამუზეუმო ექსპონატი – დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი; კ) სამუზეუმო კოლექცია – რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს; ლ) სამუზეუმო საქმიანობა – მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა; მ) საქართველოს მუზეუმების სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა; |
მუზეუმების შესახებ article 4 ნ) საქართველოს სამუზეუმო ფონდი – საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა; ო) საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი – სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; პ) საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი – არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; ჟ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი – დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე; რ) სამუზეუმო ექსპოზიცია – გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის. |