FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.
1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
    ა ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწეს ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები;
    ბ ) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

გ ) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის;
    დ ) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

ვ) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;
    ზ ) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;
    თ ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ ან მედლით „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

ი ) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე;
    კ ) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები;
    ლ ) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს;
    მ ) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით „ლენინგრადის დაცვისათვის“ ან ნიშნით „ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს“;
    ნ ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  7

2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ქალაქების ნუსხას, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რომელიც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით. საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56, 28.12 .200 5 წ., მუხ.400 საქართველოს 2015  წლის 8 ივლისის  კანონი №3930  – ვებგვერდი, 15.07.2015წ.