Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 9 კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა. 1. კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების მომენტიდან კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე ყველა პირი ემორჩილება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელს. 2. ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, როგორც კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი, განსაზღვრავს კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონის საზღვრებს, იღებს გადაწყვეტილებას ოპერაციის ჩატარებისათვის მოზიდული ძალებისა და საშუალებების გამოყენების თაობაზე. 3. კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობის საქმიანობაში ნებისმიერი სხვა პირის ჩარევა დაუშვებელია. |