Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 10 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები. 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილება; დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება; ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. |