Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 8 საბჭოს უფლებები და მოვალეობები. საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 8 ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას; ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს; დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473); თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს. |