Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 19 მატროსის სერტიფიკატი. 1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მომსახურე მატროსი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მატროსის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს; გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-II/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში. |