FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 37

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) დამხმარე მომსახურება: ა.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა; ა.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება;
    ბ) ავტორიზაცია − ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება;
    გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრე – დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაუნაწილებელი და ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

დ) დაბალანსება − ყველა მოქმედება და პროცესი, რომელთა მეშვეობითაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განსაზღვრული პარამეტრებისა და ხარისხის სტანდარტების განგრძობად შენარჩუნებას სისტემების სტაბილურ ფარგლებში ოპერირების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო ფიზიკური მიწოდება, მათ შორის, სიმძლავრეებისა და ენერგეტიკული ნაკადების მართვა, მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება;
    ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, რეალურ დროში ფაქტობრივ მოცულობასა და ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობას შორის სხვაობის დაფარვისთვის;
    ვ) დაბალანსების ჯგუფი  −  ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის  ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შექმნილია კომისიის სამართლებრივი აქტით  განსაზღვრული  დაბალანსების  ჯგუფის მოდელის შესაბამისად და რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად პასუხისმგებელია დაბალანსების ჯგუფის უბალანსობაზე;
    თ) სიმძლავრე: თ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; თ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი, გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
    ი) სერტიფიცირება − პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან;
    კ) კომისია − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
    ლ) კომისიის წევრი − ამ კანონის შესაბამისად არჩეული კომისიის წევრი;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო;
    ნ) გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ურთიერთდამაკავშირებლის ან/და შესაბამისი სისტემის გამტარუნარიანობა არასაკმარისია სისტემით მოსარგებლეთა მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყველა ფიზიკური ნაკადისთვის, მათ შორის, იმ ნაკადისთვის, რომელიც წარმოიქმნა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად;
    ო) გადატვირთვის მართვა − სისტემის ოპერატორის სიმძლავრის პორტფელის მართვა სიმძლავრის ოპტიმალური და მაქსიმალური გამოყენებისა და სამომავლო გადატვირთვის დროული აღმოჩენის მიზნით;
    პ) სახელშეკრულებო გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ბაზისურ სიმძლავრეზე მოთხოვნის დონე აღემატება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ გამტარუნარიანობას;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ჟ) კონტროლი – ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
    რ) სახელშეკრულებო სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სისტემით მოსარგებლეზე განაწილებული სიმძლავრე;
    ს) ტრანსსასაზღვრო გადადინება:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ს.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში; ს.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში;
    ტ) მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი;
    უ) დღით ადრე ბაზარი: უ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; უ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს;
    ფ) პირდაპირი ხაზი:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი,  რომელიც   ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება;
    ქ) დისპეტჩერიზაცია − საოპერაციო სიმძლავრეების, გადამცემ სისტემაში წარმოების მოწყობილობებიდან გამომუშავებული ან/და შემოდინებული ენერგიის მართვა ან/და გადამცემ სისტემაში ენერგიის ნაკადების სრულად მართვა, მათ შორის, სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენებით;
    ღ) განაწილება:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული გადამცემ ქსელთან) საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა);
    ყ) გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი;
    შ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

შ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; შ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  3

ჩ) წყალმომარაგების ლიცენზიატი − საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას;
    ც) წყალმომარაგების საქმიანობა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში;
    ძ) სასმელი წყლის მიწოდება − წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით;
    წ) წყალარინება − ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;
    ჭ) ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი − ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი;
    ხ) ელექტროენერგიის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით;