Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 7 დონორის უფლებები და მოვალეობები. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორის უფლებრივ გარანტიებს, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის გარანტიებს, აგრეთვე დონორისთვის აწესებს შეღავათებს. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორების თანასწორობას, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 3. დონორს უფლება აქვს, ნებაყოფლობით, უანგაროდ გასცეს სისხლი და მისი კომპონენტები. 4. დონორს უფლება აქვს, მიიღოს სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ ამომწურავი და ადვილად გასაგები ინფორმაცია (მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია) ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. დონორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლისა და მისი კომპონენტის ყოველი დონაციის წინ განაცხადოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ნებაყოფლობით დონაციაზე და ის ხელმოწერით დაადასტუროს. 5. დონორს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება დადგენილი ნორმების თანახმად, დონორის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 7 6. დონორს უფლება აქვს, მისი, როგორც დონორის, დროებით ან სამუდამოდ დაწუნების შემთხვევაში სისხლის დაწესებულებისგან მიიღოს ამის შესახებ შეტყობინება, სათანადო კონსულტაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ან/და სახელმწიფოს ხარჯით შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. 7. დონორს უფლება აქვს, დაცული იყოს მისი კონფიდენციალურობა: ა) გასაუბრებისას, კონსულტაციისას, აგრეთვე უფლებამოსილი პერსონალისთვის მიწოდებული, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავებისას; ბ) სისხლის დონაციასთან დაკავშირებული გამოკვლევის შედეგების დამუშავებისას, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისას; გ) სამედიცინო მომსახურების მიღებისას. 8. დონორს უფლება აქვს, მოითხოვოს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას უსაფრთხო პირობების არსებობის უზრუნველყოფა. 9. დონორს უფლება აქვს, მიიღოს წახალისება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. დონორის წახალისების მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 7 10. დონორს უფლება აქვს, მიიღოს საპატიო დონორის წოდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესი და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. დონორს უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლისა და მისი კომპონენტების ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. 12. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან. 13. დონორი ვალდებულია სისხლის დაწესებულებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია თავისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მათ შორის, ჩატარებული სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, მიღებული მედიკამენტების) და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ, აგრეთვე სისხლის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი, დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაცია. მუხლი 8. რეციპიენტის უფლებები და მისი ინფორმირებული თანხმობა 1. რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 7 2. ტრანსფუზია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ რეციპიენტი მცირეწლოვანია ან მას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ინფორმირებული თანხმობა მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის ნათესავისგან ან კანონიერი წარმომადგენლისგან. რეციპიენტის არასრულწლოვანების შემთხვევაში მის ინფორმირებულ თანხმობასთან ერთად მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ ასეთი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება, ტრანსფუზიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო მომსახურების გამწევი რეციპიენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან, აგრეთვე ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. ტრანსფუზიის განხორციელების მეთოდოლოგია და კლინიკური ჩვენებები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |