FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  111

მშენებლობის ნებართვის ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა.
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული გონივრული ვადით.
2. მშენებლობის ნებართვა ძალაში შედის განმცხადებლისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან/გაცნობიდან.
3. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით, ოფიციალური ვებგვერდით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი ან/და ელექტრონული ფოსტა).
4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი საშუალებით გაუგზავნოს განმცხადებელს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინება.