FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

პ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა − ამ კანონის I დანართით  გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საქმიანობა ან  სხვა მათთან უშუალოდ დაკავშირებული (მათ შორის, ტექნიკურად დაკავშირებული),  იმავე ადგილზე განხორციელებული საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ემისია ან დაბინძურება;
    ჟ) პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი;
    რ) დანადგარი − სტაციონარული ტექნიკური ერთეული, რომლის მეშვეობით  ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
    ს) არსებითი ცვლილება − ტექნოლოგიის, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, გაფართოება (მათ შორის, წარმადობის გაზრდა), რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. არსებით ცვლილებად ასევე ითვლება  საქმიანობის ფარგლებში ამ კანონის I დანართში მითითებული ზღვრების სულ მცირე გაორმაგება;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ღ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო − განსაზღვრული საქმიანობისთვის ევროპის კომისიის მიერ ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გამოყენებული ტექნიკა, არსებული ემისიისა და მოხმარების დონეები, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული მეთოდები და ამ ტექნიკის შესახებ დასკვნები, ასევე ნებისმიერი ახალი ტექნიკა, ამ კანონის III დანართში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით;
    ყ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოს იმ ნაწილებს, სადაც განსაზღვრულია დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ, მათი აღწერილობა, გამოყენების შესაძლებლობა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიისა და მოხმარების დონეები, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის განხორციელების ადგილის სათანადო რემედიაციის ღონისძიებები;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

შ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები − ემისიის დონეების დიაპაზონი, რომელიც მიღებულია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ან მისი კომბინაციის ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში გამოყენების შედეგად, როგორც ეს აღწერილია  საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში და გამოხატულია საშუალო მაჩვენებლის სახით დროის გარკვეული პერიოდისთვის, განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებში;
    ჩ) ინოვაციური ტექნიკა − სამრეწველო საქმიანობისთვის განკუთვნილი  ტექნიკა, რომელმაც, კომერციულად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა უზრუნველყოს გარემოს დაცვის უფრო მაღალი ან სულ მცირე იგივე დონე და ხარჯების უფრო  მეტად დაზოგვა, ვიდრე არსებულმა საუკეთესო ხელმისაწვდომმა ტექნიკამ;
    ც) საბაზისო ანგარიში − ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
    ძ) გარემოსდაცვითი ინსპექტირება − საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება;
    წ) საწვავი − ნებისმიერი მყარი, თხევადი ან აირადი წვადი მასალა;
    ჭ) წვის დანადგარი −  ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა, სადაც საწვავის ჟანგვა ხორციელდება ამ გზით წარმოქმნილი სითბოს გამოყენების მიზნით;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ხ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
    ჯ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
    ჰ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ-1) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ჰ-2) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  − გარემოს ეროვნული სააგენტო; ჰ-3) სააგენტოს უფროსი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; ჰ-4) (ამოღებულია - 26.06.2025, №792); ჰ-5) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; ჰ-6) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის აღნიშნულ განაცხადსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) დაბინძურება − საქმიანობის შედეგად მავნე ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან  მიწაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, გამოიწვიოს ქონების დაზიანება, შეზღუდოს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ხელმისაწვდომობა;
    ბ) საქმიანობის განმახორციელებელი − პირი, რომელსაც სურს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას;
    გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები − გარემოსდაცვითი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს  კანონმდებლობით;
    დ) ზოგადი სავალდებულო  წესები − ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა პირობები დარგობრივ დონეზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უშუალოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების განსაზღვრისათვის;
    ე) ნივთიერება − ნებისმიერი ქიმიური ელემენტი და მისი ნაერთები, გარდა რადიოაქტიური ნივთიერებისა და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა;
    ვ) სახიფათო ნივთიერება − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნივთიერება ან/და ნარევი;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ზ) მონიტორინგი − გარემოს შემადგენელი ელემენტების (მიწის, წყლის, ჰაერის) ხარისხობრივი მდგომარეობის  გაზომვა, მასზე დაკვირვება და მისი ანალიზი;
    თ) ემისია − სტაციონარული ან დისპერსიული წყაროდან ნივთიერების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში;
    ი) სტაციონარული წყარო − დაბინძურების იდენტიფიცირებული ადგილი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში ორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება;
    კ) დისპერსიული წყარო − დაბინძურების არეალი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში არაორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება;
    ლ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა − ემისიის გარკვეული პარამეტრებით გამოხატული მასა, კონცენტრაცია ან/და დონე, რომლის გადამეტებაც დროის გარკვეულ პერიოდში ან პერიოდებში დაუშვებელია;
    მ) საზოგადოება − ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ნ) დაინტერესებული საზოგადოება − საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის ან მისი პირობების განახლების თაობაზე გადაწყვეტილებით, ან რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ამ გადაწყვეტილების მიღებამ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობა;
    ო) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − ამ კანონის მე-17 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს  და ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიებს, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციას, მონიტორინგისა და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენის/რემედიაციის ღონისძიებებს;
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  2

ტ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა − საქმიანობების და მათი განხორციელების მეთოდების განვითარების ყველაზე ეფექტიანი და მოწინავე ეტაპი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ისეთი პირობების (ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა) დადგენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიმართულია ემისიებისა  და მთლიანობაში გარემოზე ზემოქმედების პრევენციისკენ, ხოლო სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია −  მათი შემცირებისკენ;
    უ) ტექნიკა − გამოყენებული ტექნოლოგია, ასევე ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის, ტექნიკური მომსახურების, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მეთოდები;
    ფ) ხელმისაწვდომი ტექნიკა − ტექნიკა, რომლის განვითარების დონეც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას შესაბამის სამრეწველო სექტორში, ხარჯთსარგებლიანობის  გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ან შემუშავება ხორციელდება  თუ არა საქართველოში. ამასთანავე, ეს ტექნიკა მიზანშეწონილობის ფარგლებში საქმიანობის განმახორციელებლისათვის ეკონომიკურად და ტექნიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
    ქ) საუკეთესო − გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი;