Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ article 7 სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის. 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია: ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება. 3. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია: ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით; |
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ article 7 გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება. 4. თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად). 5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა. 6. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ article 7 7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის. 8. დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას ცენტრი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს. 9. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა. |