Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 33 ხელშეკრულება ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის. 1. ქსოვილის ბანკმა მესამე მხარესთან ნებისმიერ დროს უნდა დადოს წერილობითი ხელშეკრულება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ მესამე მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში დამუშავებული ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით − იმ შემთხვევაში, თუ: ა) ქსოვილის ბანკი ქსოვილის დამუშავების ერთ-ერთ ეტაპზე ახდენს პასუხისმგებლობის მესამე მხარისთვის დელეგირებას; ბ) მესამე მხარე ქსოვილის ბანკს აწვდის იმ საქონელსა და მომსახურებას (განაწილების ჩათვლით), რომლებიც გავლენას ახდენს ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე; გ) ქსოვილის ბანკი მომსახურებას უწევს სხვა ქსოვილის ბანკს; დ) ქსოვილის ბანკი ანაწილებს მესამე მხარის მიერ დამუშავებულ ქსოვილს. 2. ქსოვილის ბანკმა მესამე მხარე უნდა შეაფასოს და შეარჩიოს მისი კომპეტენციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა მას ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება. 3. ქსოვილის ბანკმა უნდა შეინახოს მის მიერ მესამე მხარესთან დადებული ყველა ხელშეკრულების ჩამონათვალი და კომპეტენტური უწყების მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა წარუდგინოს. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 33 4. ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავს მესამე მხარის პასუხისმგებლობას და მათი თანამშრომლობის დეტალურ პროცედურებს. |