Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 50 ბრალდებულის მიერ განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვება. 1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით, 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, ან თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს განსაზღვრავს მინისტრი. |