Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 13 კომისიის ანგარიში. 1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია. 2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებს შეეხება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ; დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ; ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ზ) საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; |
მაუწყებლობის შესახებ article 13 თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ; ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) აუდიტის დასკვნას; ლ) ავტორიზებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ; მ) მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ნ) კომისიის მომდევნო წლის საქმიანობის გეგმასა და გასული წლის საქმიანობის გეგმის შესრულების ანგარიშს. 3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. |