Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 158 აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი. 1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული. 1 ჩვეულებრივი აქცია საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებას უზრუნველყოფს. პრივილეგირებული აქცია ხმის უფლებას არ უზრუნველყოფს, გარდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრივილეგირებულ აქციათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების რაოდენობის ნახევარს. 2. პრივილეგირებული აქცია მის მფლობელს ანიჭებს წესდებით დადგენილ უპირატესობას დივიდენდის განაკვეთისა და მიღების რიგითობის მხრივ. იგივე უპირატესობა მოქმედებს დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების ქონების აქციონერთა შორის განაწილებისას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ერთი კლასის აქციები მათ მფლობელებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. 4. სააქციო საზოგადოებამ შეიძლება შემოიღოს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული კლასის აქციები. |
მეწარმეთა შესახებ article 158 5. ნებისმიერი კლასის აქციათა რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე ამ უფლებებისა და მოვალეობების შეცვლის პირობა უნდა აისახოს წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − აგრეთვე ემისიის პროსპექტში) ამ კლასის აქციის განთავსებამდე. აქციის განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციასთან დაკავშირებული უფლებისა და მოვალეობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კლასის აქციების მფლობელთა 3/4-ის თანხმობით. 6. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი. |