Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტურიზმის შესახებ article 21 ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე უარის თქმის უფლება. 1. ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს. თუ ტურისტი ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას წყვეტს ამ პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია ტუროპერატორს გადაუხადოს ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო და დასაბუთებული საფასური. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მისი შეწყვეტისთვის გონივრულ და სტანდარტულ საფასურს ხელშეკრულების შეწყვეტიდან პაკეტის დაწყებამდე არსებული დროის შესაბამისად. შეწყვეტის სტანდარტული საფასურის არარსებობის შემთხვევაში შეწყვეტის საფასურის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პაკეტის ღირებულებას, ხარჯების დანაზოგისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების უზრუნველყოფის შემოსავლის გამოკლებით. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა წარადგინოს შეწყვეტის საფასურის ოდენობის დასაბუთება. |
ტურიზმის შესახებ article 21 2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ტურისტს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე საფასურის გადახდის გარეშე გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც წარმოიშობა დანიშნულების ადგილზე ან მის უშუალო სიახლოვეს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე ან მგზავრების გადაყვანაზე. ამ პუნქტის შესაბამისად ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ტურისტს უფლება აქვს, სრულად აუნაზღაურდეს ნებისმიერი თანხა, რომელიც მან პაკეტის ფარგლებში გადაიხადა, თუმცა მას არ აქვს დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლება. # 3. ტუროპერატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, სრულად დაუბრუნოს ტურისტს პაკეტის ღირებულება, მაგრამ მას არ დაეკისრება დამატებითი კომპენსაციის გადახდა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ტურისტული მომსახურების გასაწევად ტურისტების რაოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირთა მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია და ტუროპერატორი ტურისტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ: ა.ა) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 6 დღეზე მეტია; ა.ბ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღიდან 6 დღემდეა; |
ტურიზმის შესახებ article 21 ა.გ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღეზე ნაკლებია; ბ) ტუროპერატორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ტურისტს შეატყობინებს პაკეტის დაწყებამდე. 4. ტუროპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხა დაუბრუნოს ტურისტს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აანაზღაუროს ტურისტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გამოკლებით. აღნიშნული თანხები ტურისტს უნდა დაუბრუნდეს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 14 დღისა. 5. ტურისტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას სარეწის გარეთ დადებულ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში. |