Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 419 კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა. 1. კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, მიზეზის მითითებით, ატყობინებს მხარეებს. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. 3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ დავის განხილვას ესწრება სულ მცირე 3 წევრი. 4. კომისიის გადაწყვეტილებით მომხმარებლის საჩივარი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს. დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 419 5. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დავის განხილვის შეწყვეტა. 6. კომისია წყვეტს დავის განხილვას: ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას; ბ) თუ მომხმარებელი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას; გ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ე) თუ არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით; ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა; ზ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 419 7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად. 8. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. |