Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 57 თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; ბ) არ დატოვოს საქართველო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოცხლო ინტერესებთან და იგი წერილობით აცნობებს სამინისტროს საქართველოს დატოვების მიზეზებსა და ვადას; გ) დაასაბუთოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებები, წარადგინოს ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტი და შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ, ინფორმაცია მისი იდენტობის, მოქალაქეობის, წინა საცხოვრებელი ქვეყნის (ქვეყნების) ან ადგილის (ადგილების), სატრანზიტო მარშრუტის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტების, და სხვა მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ის ითხოვს საერთაშორისო დაცვას; დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროსთან, რათა სრულყოფილად დადგინდეს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა შესაბამისი გარემოება; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 57 ე) განმარტოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობა და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარუდგენლობა ან არარსებობა; ვ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები, და ყველა სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომლებიც მას აქვს; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი არსებობის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი მას უბრუნდება პირადი განცხადებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 57 თ) ანკეტირებისას უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, აგრეთვე 10 კალენდარული დღის ვადაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის, ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითის ანაბეჭდები და უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; კ) მიმღებ ცენტრში განთავსების შემთხვევაში დაემორჩილოს მიმღები ცენტრის შინაგანაწესს; ლ) ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. |