Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ article 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები. 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსთან და საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით: ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი; ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი; ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან. |