Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ვალის შესახებ article 43 კრედიტთან დაკავშირებით გაცემული სახელმწიფო გარანტიის შესრულება. 1. სახელმწიფო გარანტია გადაიქცევა სახელმწიფო ვალად, როგორც კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს, რომ გარანტირებულ სესხზე არ შესრულდა ანგარიშსწორება სესხის ვადებისა და პირობების შესაბამისად, რის გამოც სესხის ამღები ეკონომიკური აგენტი ბრალეული მხარეა. 2. თუ საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად ეკონომიკური აგენტი არ უსრულებს საგადამხდელო ვალდებულებებს კრედიტორ საფინანსო დაწესებულებებს და ამ უკანასკნელებმა მიიღეს ყველა ზომა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და ვალის დაფარვის საგარანტიო ხელშეკრულებით, მაშინ საკრედიტო დაწესებულება წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო განაცხადს, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს სახელმწიფო გარანტია. 3. საგადამხდელო განაცხადი მოიცავს ძირითად თანხას და პროცენტს, რომელიც უნდა გადაუხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკრედიტო საფინანსო დაწესებულებას საგარანტიო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკრედიტო დაწესებულებაში რიცხავს განაცხადში მითითებულ თანხას, თუ განაცხადის პირობები შეესაბამება ამ კანონს და გარანტიაზე ხელშეკრულების პირობებს. |