Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 9 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა: ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე; ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირების მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში და დაცვის ობიექტებზე, ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები; ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი; ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად; თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. |