FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება.
1. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გაცნობიდან/ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, აგრეთვე დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრებისა.
3. შესყიდვის პირობები, შესყიდვის შესახებ განცხადება ან/და შესყიდვის დოკუმენტაცია შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი/მათი გაცნობისთვის დადგენილ ვადაში, ხოლო წინადადებების წარსადგენად მოწვევა – წინადადებების წარდგენის ვადაში.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

ა) ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება შესყიდვის პირობებთან, წინასწარ საინფორმაციო შეტყობინებასთან, შესყიდვის შესახებ განცხადებასთან ან შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
    ბ) კანდიდატს – თუ საჩივარი ეხება განაცხადების წარდგენის ეტაპიდან წინადადებების წარდგენის ეტაპის ჩათვლით მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
    გ) პრეტენდენტს – თუ საჩივარი ეხება წინადადებების წარდგენის ეტაპიდან მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
    დ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში იდება;
    ე) დინამიკური შესყიდვის სისტემის მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში იდება;
    ვ) სხვა შემთხვევაში − ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან მას უკანონოდ უზღუდავს უფლებას.
5. საბჭოს საჩივარი ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.
6. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;
    ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა;
    გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;
    დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
    ე) დავის საგანი არ არსებობს;
    ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
    ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
    თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;
    ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
    კ) მის შინაარსს არ აქვს შერჩეული საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული საჩივრის შესაბამისი ფორმა;
    ლ) მისი დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

7. თუ საჩივარი ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს საჩივრის დასაზუსტებლად აძლევს ვადას 1 სამუშაო დღის ოდენობით. თუ მომჩივანი საჩივარს არ დააზუსტებს, იგი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს ამსაჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი საჩივარს არასრულყოფილად დააზუსტებს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი.
8. საბჭო საჩივარს დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობს გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს აგრეთვე, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ დადგინდება.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

10. ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, გასაჩივრებული საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება, გარდა შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადებისა. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო შესყიდვა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორებისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილეებისთვის. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროცედურა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება. დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურების შეჩერებას.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  88

11. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.